წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი - გუდაურში წყლის პრობლემა მოგვარებულია - ბაკურიანში წყალი შეფერხებით 20%-ს მიეწოდება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის, ეკატერინე გალდავას ინფორმაციით, გუდაურში წყლის მომარაგების პრობლემა სრულად აღმოფხვრილია, ბაკურიანში კი წნევის ვარდნის გამო წყალი 80%-ს მიეწოდება და მოსახლეობის მომარაგება წყლის ავზებითა და სახანძრო მანქანებით ხდება.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ეკატერინე გალდავამ აღნიშნა, ბაკურიანში წყალმომარაგების პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, ხვალ კიდევ ერთ "გეგმას განახორციელებენ".

„გუდაურში ტექნიკური სამუშაოები, რომელიც 2 ღამის განმავლობაში გრძელდებოდა დასრულებულია. „რედკოს“ 7-ვე კორპუსს მიეწოდება წყალი, შეფერხებები ეხება მხოლოდ ერთ კორპუსს, რაც თავიანთი პრობლემაა და ისიც გვარდება. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გუდაურში წყლის პრობლემა მოგვარებულია.

ბაკურიანში არც თუ ისე მძიმე მდგომარეობაა, 80% -ს წყალი აქვს, 20 %- ს წყალი შეფერხებით მიეწოდება. წნევის ვარდნებია ხოლმე, ძალიან დაცემულია წნევის მოცულობა, მაგრამ ამაზეც ვმუშაობთ, ხვალ რაღაც გეგმა გვაქვს, რომლითაც მას გავზრდით. ჩვენ არ ველოდებოდით, რომ კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ასეთი ვარდნა იქნებოდა და მოხმარება ამრიგად იქნებოდა გაზრდილი. განვახორციელებთ ამ გეგმას, ვიმედოვნებთ რომ წნევებსაც დავიჭერთ, რეზერვუარის დონესაც ავამაღლებთ და იმ 20% -საც მოვუგვარებთ წყლის პრობლემას. დღევანდელ დღეს წყლის ავზებით და სახანძრო მანქანებით ვახორციელებთ მოსახლეობის ავზების შევსებასა და წყლის დარიგებას,“ - განაცხადა ეკატერინე გალდავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა