“ჰეზბოლას“ ლიდერი - ამერიკელი ჯარისკაცები და ოფიცრები შინ კუბოებით დაბრუნდებიან

დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერის ჰასან ნასრალას თქმით, ახლო აღმოსავლეთში მყოფ ამერიკელ სამხედროებს ირანელი გენერლის ყასემ სულეიმანის მკვლელობის გამო დიდი ფასის გადახდა მოუწევთ და შინ კუბოებით დაბრუნდებიან.

„სამართლიანი დასჯის სამიზნე რეგიონში განთავსებული ამერიკული სამხედრო ძალაა: ამერიკული სამხედრო ბაზები, სამხედო-საზღვაო ხომალდები, თითოეული ამერიკელი ჯარისკაცი და ოფიცერი ჩვენს ქვეყნებსა და რეგიონში,“ - განაცხადა ჰასან ნასრალამ.

მისივე მტკიცებით, ამერიკის მშვიდობიან მოსახლეობას არ უნდა შეეხონ, ვინაიდან ეს დონალდ ტრამპის დღის წესრიგს ემსახურება.

"როდესაც ამერიკელი სამხედროებისა და ჯარისკაცების კუბოების ტრანსპორტირება დაიწყება, ტრამპი და მისი ადმინისტრაცია გააცნობიერებენ, რომ მათ რეგიონი დაკარგეს და არჩევნებსაც წააგებენ,"- განაცხადა „ჰეზბოლას“ ლიდერმა.

მისივე თქმით, სულეიმანის მკვლელობა ახალი თავია ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში. ჰასან ნასრალა მიიჩნევს, რომ ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმები ამერიკულ ძალებს აიძულებს, დამცირებულებმა და დამარცხებულებმა დატოვონ რეგიონი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა