გუდაურში, ზვავში მოყოლილი რუსი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

გუდაურში რუსი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ტურისტი ზვავში მოყვა. ცხედარს მაშველებმა ერთდღიანი სამძებრო-სამუშაოების შემდეგ მიაკვლიეს. დაღუპული პროზექტურაშია გადასვენებული.

საქმეზე გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა