რუსი ჟურნალისტი საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფრის თხოვნით მიმართავს

რუსი ჟურნალისტი იური იზოტოვი საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფრის თხოვნით მიმართავს. ინფორმაციას ამის თაობაზე „კრიმ.რეალიი“ ავრცელებს.

იზოტოვის ინფორმაციით, რუსეთში მის წინააღმდეგ დევნა მიმდინარეობს.

„მშვენივრად მესმის, რომ მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს გააყალბონ საქმე ჩემს წინააღმდეგ და ძებნილთა სიაში შემიყვანონ“, - აცხადებს იზოტოვი.

„ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, რუსმა ჟურნალისტმა ქვეყანა 2016 წელს დატოვა. მისი თქმით, ის კიევში გამართული ანტისაომარ აქციებში მონაწილეობის გამო შესაძლოა პოლიტიკური დევნის მსხვერპლი გახდეს. ცოტა ხნით ადრე, იზოტოვს თავშესაფრის მინიჭებაზე უკრაინის ხელისუფლებამ უარი უთხრა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა