საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებული 10 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებული 10 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

როგორც საქმის პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ პროცესზე მხარეები ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს განიხილავენ.

„აღნიშნულ საქმეზე ამერიკის მოქალაქესთან ერთად დაკვებულია 20 ადამიანი, საერთო ჯამში 21 ადამიანი. დღეს 10 პირის, მათ შორის ამერიკის მოქალაქის წინასასამართლო სხდომა იმართება. დღევანდელ სხდომაზე განხილული იქნება ბრალდების და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმის არსებით სხდომაზე გადაცემის საკითხი.

ბრალდების მხარემ არაერთი მტკიცებულება მოიპოვა, რითაც დასტურდება, როგორც პორნოგრაფიული მასალის დამზადების ფაქტი, ასევე არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ჩადენის ფაქტი და ასევე არსებობს ძალიან ბევრი მტკიცებულება მათი მშობლების მიმართ. მათმა მშობლებმა იცოდნენ ეს ყველაფერი და ისინი შესაბამის ფინანსურ ანაზღაურებას იღებდნენ",-განაცხადა მარიამ გოგორელიანმა.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, როგორც ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა სალომე კალაიჯიშვილმა ჟურნალისტებთან პროცესის დაწყებამდე აღნიშნა, ის სადავოდ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დიდ ნაწილს.

„მე პირადად სადავოდ ვხდი ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ მთელ რიგ მტკიცებულებებს თუ რამდენად კანონის შესაბამისად განხორციელდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებების ავთენტურობასთან დაკავშირებით დავაყენებ შუამდგომლობას და მათ დაუშვებლად ცნობას მოვითხოვ. ამასთან დაკავშირებით უნდა განვაცხადო, რომ გამოძიების ეტაპზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამრთლის მიერ მთელი რიგი მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობა შემეზღუდა. ვითხოვდი ზუსტად იმავე სახის მტკიცებულებების მოპოვებას, რა სახის მტკიცებულებების მოპოვებასთან დაკავშირებითაც ბრალდების მხარის ანალოგიური შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ სასამართლოს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება უჭირს და დაცვის მხარეს კანონით გათვალისწინებული უფლების განხორციელებას გვიზღუდავს",-განაცხადა სალომე კალაიჯიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა