არჩილ თალაკვაძე - აშშ, დასავლეთი, ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ აღმოსავლეთში მშვიდობის შენარჩუნებას

ჩვენ ვგმობთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და მის თანამშრომლებზე თავდასხმას, ეს არის მიუღებელი,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის არსებულ დაძაბულ ვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ საქართველოს ამერიკის მთავრობასთან მუდმივი კომუნიკაცია აქვს.

„ჩვენ ვგმობთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და მის თანამშრომლებზე თავდასხმას. ეს არის მიუღებელი. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის მთავრობასთან. რა თქმა უნდა, ყურადღებით ვადევნებთ თვალს აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს და როგორც დასავლური ოჯახის ყველა წევრს, ასევე ჩვენც გვსურს, რომ მოხდეს ამ პროცესის დეესკალაცია და მშვიდობა შენარჩუნდეს. საკითხი უაღრესად მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ, ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან. იმედი გვაქვს პროცესების მეტად ესკალაცია არ მოხდება, ამერიკის შეერთებული შტატები, დასავლეთი - ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ აღმოსავლეთში მშვიდობის შენარჩუნებას”,- განაცხადა თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა