ქეთევან ციხელაშვილი - რთულ გარემოში ჩვენი პრიორიტეტია, რომ დაცული იყოს უსაფრთხოება, განვითარების პერსპექტივა და ყველა ზომა, რომელიც ამისთვისაა საჭირო, მიღებულია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, რეგიონში არსებული რთული ვითარების დროს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, რომ ქვეყნის უსაფრთხოება დაცული იყოს.

როგორც ციხელაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება ყოველდღიურად მუშაობს, რომ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული.

„ჩვენი ქვეყნის ამოცანა გახლავთ ის და უმაღლესი პრიორიტეტი ის არის, რომ დაცული იყოს მშვიდობა, სტაბილურობა. საქართველოს ხელისუფლება ყოველდღიურად მუშაობს ამისთვის. ჩვენ გვაქვს არაერთი შიდა გამოწვევა და რა თქმა უნდა, რთულ გარემოში ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტია, რომ დაცული იყოს უსაფრთხოება, ჩვენი განვითარების პერსპექტივა და ყველა ზომა, რომელიც ამისთვისაა საჭირო, არის მიღებული“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა