თორნიკე რიჟვაძემ სომეხ ხალხს ქრისტეშობა მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ სომეხ ხალხს ქრისტეშობა მიულოცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმის სომხურ ეკლესიაში შეკრებილ მრევლს დღესასწაული მიულოცა და სიტყვით მიმართა.

„ვულოცავ სომეხ ხალხს დღევანდელ მნიშვნელოვან დღესასწაულს - ქრისტეშობას, ნათლისღებას. განსაკუთრებით მინდა მივულოცო აჭარაში მცხოვრებ სომხებს. ეს დღე ყოფილიყოს ახალი იმედების, ახალი სიცოცხლის და მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრების საწინდარი“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა