პრემიერ-მინისტრმა მთის კურორტებზე წყალმომარაგების შეფერხებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო ჯგუფის წევრებთან საგანგებო შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთის კურორტებზე წყალმომარაგების შეფერხების უმოკლეს ვადებში აღმოსაფხვრელად საკოორდინაციო ჯგუფის საგანგებო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურთან შეხვედრაზე წყალმომარაგების კუთხით შექმნილი პრობლემის გამომწვევი მიზეზები და ის ნაბიჯები განიხილეს, რომელსაც შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები პრობლემის დაფიქსირების პირველივე წუთებიდან დგამენ.

„სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წყალი შეფერხებით გუდაურში მხოლოდ „რედკოს“ კომპლექსს, ხოლო ბაკურიანის დაახლოებით 10%-ს მიეწოდება, რის აღმოსაფხვრელადაც მუშაობა ინტენსიურად, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

შესაბამისი უწყებების წარმომადგენელთა განმარტებით, პრობლემა გამოიწვია უმეტესად მშრალმა, უნალექო კლიმატმა, რის შედეგაც წყლის რესურსი მკვეთრად შემცირდა. ასევე სწორედ წყლის არასაკმარისი რესურსის გამო ვერ მოხერხდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემის ამუშავებაც.

საკოორდინაციო ჯგუფის ინფორმაციით, ზამთრის კურორტებზე, პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სამოქმედო გეგმის განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია საცობების პრობლემა, ასევე - საგზაო ინფრასტრუქტურა - დასრულებულია შემოვლითი გზის მშენებლობა, წრიული გზის რეაბილიტაცია და შექმნილია დამატებითი საპარკინგე სივრცეები.

შეხვედრის დასრულებისთანავე შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები კვლავ ადგილზე, ბაკურიანსა და გუდაურში გაემგზავრნენ, სადაც კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ, რათა შესაძლო ხარვეზები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო

თორნიკე ჯანაშვილი - ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია  და მომავალ წელს უფრო მძიმე  კრიზისის  წინაშე  შეიძლება აღმოვჩნდეთ
ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2020
სევრის ხელშეკრულების 100 წლისთავი
სილქნეტის სამთვიანი აქცია უფასო ინსტალაციაზე ამოქმედდა