გორის საკრებულოს შენობასთან, სადაც საშობაო ღონისძიება იმართება, სალომე ზურაბიშვილს შეძახილებით - „მონა, მონა“ დახვდნენ

გორში საკრებულოს შენობასთან, სადაც საშობაო ღონისძიება იმართება, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეძახილებით დახვდნენ.

„მონა, მონა“- სკანდირებდნენ გორის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები.

ამ დროისთვის მოედანზე საზეიმო ღონისძიება უკვე დაიწყო და სცენა გამომსვლელებმა დაიკავეს, სცენასთან იმყოფება საქართველოს პრეზიდენტიც. აქციის მონაწილეებთან კი პოლიციაა მობილიზებული.

პრეზიდენტის მისვლამდე ადგილი ჰქონდა კიდევ ერთ მცირე ინციდენტს, რომელიც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მოხდა. კერძოდ, ვითარება მაშინ დაიძაბა, როცა ოპოზიციის წევრებმა საკრებულოს შენობასთან მისვლა სცადეს, მათ პოლიციელებმა ცოცხალი ჯაჭვის მეშვეობით ამის საშუალება არ მისცეს.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს