მუჰამედ ზარიფი ყასემ სოლეიმანის დაკრძალვაზე - ოდესმე გინახავს ადამიანების ამხელა ზღვა დონალდ ტრამპ? კიდევ უსმენ იმ მასხარებს, რომლებიც რჩევებს გაძლევენ?

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მუჰამედ ზარიფი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე თეირანში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ასიათასობით ადამიანი ირანელ გენერალს, ყასემ სოლეიმანს გლოვობს.

„ოდესმე, ცხოვრებაში გინახავს ადამიანების ამხელა ზღვა დონალდ ტრამპ? კიდევ უსმენ იმ მასხარებს, რომლებიც რეგიონის შესახებ რჩევებს გაძლევენ? კიდევ წარმოგიდგენია, რომ ამ დიდებული ერის და მისი ხალხის ნების გატეხვა შეგიძლია? ეს არის შეერთებული შტატების გამანადგურებელი ყოფნის დასასრული დასავლეთ აზიაში“,- წერს ზარიფი.

შეგახსენებთ, ირანში გენერალ ყასემ სოლეიმანის დაკრძალვის ცერემონიალი იმართება, რომელსაც ადგილობრივი მედიის ცნობით, მილიონობით ადამიანი ესწრება.

ყასემ სოლეიმანი 2 იანვარს, აშშ-ის მიერ ბაღდადის აეროპორტზე თავდასხმის დროს, სხვა სამხედრო მეთაურებთან ერთად გარდაიცვალა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა