შობის დღესასწაულის აღნიშვნა ქუთაისში საზეიმო ღონისძიებებით დაიწყო

ქრისტეშობის საზეიმო აღნიშვნა ქუთაისში დღეს დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს, DMO Imereti-ს ინიციატივით, ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში - ქუთაისისა და იმერეთის ტურიზმის ცენტრის და თეთრი ხიდის მიდამოებში, საშობაო ღონისძიება ჩატარდა, რომლის ფარგლებში ადგილობრივმა ანსამბლებმა შობის თემაზე შექმნილი სიმღერები შეასრულეს, გაიმართა საშობაო ალილო ქრისტეს მახარობლების მონაწილეობით. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში განთავსებულმა რესტორნებმა კი სტუმრებს ტრადიციული საშობაო მენიუ შესთავაზეს.

მათივე ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიებებში სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა და ქუთაისში მყოფმა ტურისტებმა მიიღეს მონაწილეობა.

დღესვე, ადგილობრივები და ქალაქის სტუმრები ეკლესია-მონასტრებში საშობაო ლიტურგიას დაესწრებიან. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე კი მაცხოვრის შობის სახელობის მონასტერში საშობაო ლიტურგიას დაესწრება, რომელსაც ქუთაისისა და გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი აღავლენს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო