მარნეულში დამწვრობის შედეგად, 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა

მარნეულის კლინიკა "ავერსში" ორი წლის ბავშვი თერმული დამწვრობის შედეგად გარდაიცვალა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მარნეულის კლინიკა "ავერსში" განუცხადეს, ბავშვი თერმული დამწვრობით, შოკურ მდგომარეობაში დაგვიანებით, ორი დღის შემდეგ მიიყვანეს და ექიმები მის რეანიმირებას ცდილობდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მას სხეულის 80% ჰქონდა დამწვარი.

მშობლების თქმით, ცხელი წყალი გადაესხა და სახლში მალამოებით მკურნალობდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა