რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყველა მართლმადიდებელს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ წმინდა ეკლესიას და ყველა მართლმადიდებელს ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

„დღეს მართლმადიდებელი სამყარო განსაკუთრებულად ზეიმობს - საშობაო ლიტურგია იმართება საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში, საშობაო სანთლები აციმციმდება ფანჯრებში, ჩვენ უდიდეს მოვლენას, მაცხოვრის შობას აღვნიშნავთ. ქრისტეს შობამ არა მხოლოდ ახალ წელთაღრიცხვას, არამედ ახალ სულიერებას, ახალ ადამიანს, ახალ ღირებულებით სისტემას დაუდო სათავე და სამყარო შეცვალა. შობის ყოველწლიური მისტერია იმედის სიმბოლოა, რომ ჩვენს გულებშიც იშვას მაცხოვარი, რომ რწმენამ და სიყვარულმა გაგვაერთიანოს ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ.

ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე უძღვებოდა. სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, ხელისუფლების წარმომადგენლები და ოფიციალური პირები.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ წმინდა ეკლესიას, ყველა მართლმადიდებელს და მშვიდობას, სიკეთეს, სიხარულს გისურვებთ თქვენ, თქვენს ოჯახებსა და სრულიად საქართველოს!“-ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე