ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანე გამრეკელმა საღვთო ლიტურგია მაცხოვრის შობის ტაძარში აღავლინა

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფემ, იოანე გამრეკელმა შობის ბრწყინვალე დღესასწაულს საღვთო ლიტურგია მაცხოვრის შობის ახლადაშენებულ ტაძარში აღავლინა.

მეუფემ შობის ბრწყინვალე დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მარლმადიდე ლბლურ სამყაროს ქრისტესშობა მიულოცა.

მეუფის თქმით, ქრისტეს შობა არის დღესასწაული, როდესაც ვაცნობიერებთ რა სასწაული მოხდა ღვთის მიერ.

"ეს კაცობრიობის დღესასწაულია. ჩვენ ვაცნობიერებთ, რა დიდი სასწაული მოხდა ღვთის მიერ, რომ ჩვენ სიხარული და მშვიდობა მოგვენიჭოს. ყველას ვულოცავ, ვინც შეიცნო და ვინც ვერ შეიცნო. თვითონ ამ დღესასწაულს დიდი და სრულიად საქართველოს ვულოცავ"- განაცხადა მეუფე იოანემ.

ლიტურგიას იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია დაესწრნენ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს