მეუფე იოანე დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე - პრეზიდენტი ფრთხილობს, არ უნდა, რომ ნაჩქარევი ნაბიჯი გადადგას

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, მამა გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე, გამოეხმაურა და განმარტა, რომ, პრეზიდენტს აქვს უფლება შეიწყალოს ან არ შეიწყალოს.

მან ასევე განაცხადა, რომ სამწუხაროდ, პრეზიდენტი ცოტა ხნის წინ შეცდომაში შეიყვანეს, როდესაც ისარგებლა თავისი უფლებით და შეიწყალა, რასაც გარკვეული უკმაყოფილება მოჰყვა, ამიტომ ახლა პრეზიდენტი ფრთხილობს.

"ფრთხილობს, არ უნდა, რომ ნაჩქარევი ნაბიჯი გადადგას, ალბათ, გადაამოწმებს, ჩვენ გვაქვს, იმედი, დაინახავს, რომ ამ საქმიდან შესაძლებელია. თუმცა არის შეწყალების წესი, გარკვეული დრო მიცემული ვადისა უნდა გავიდეს, რომ მოხდეს შეწყალება. ჩვენ ადრეც ვითხოვეთ, სინოდის სხდომა იყო შემოდგომაზე. სანამ მიდიოდა გამოძიება შეწყალება არ დგება, თუ გამართლდა ადამიანი, შეწყალება არ სჭირდება, როცა იყო განაჩენი გამოტანილი, მზად ვიყავით, რომ შეწყალება გვეთხოვა, მაგრამ, როდესაც განაჩენი იყო გამოტანილი, სურვილი იყო შეწყალების, მაგრამ მამა გიორგიმ შეუშალა ხელი და რატომღაც შანტაჟის ენით დაელაპარაკა ეკლესიას, ამიტომ ჩვენ გავჩერდით, რომ არავინ იფიქროს, ჩვენ შეგვეშინდა და იმიტომ ვითხოვდით შეწყალებას. რატომ გადადგა ეს ნაბიჯი, ჩემთვის უცნობია, მაგრამ, რომ გავიდა ორი წელი და არანაირი წერილი არ გამოჩნდა, ჩვენ ვთქვით, გამოქვეყნდეს ეს წერილი. არ გამოქვეყნდა არაფერი. ახლა ორი წელი, რომ გავიდა, ვთქვით, რახან არ არსებობს ეს წერილი, მაშინ შევიტანეთ განცხადება შეწყალებაზე, პრეზიდენტმა ასე გადაწყვიტა, პრეზიდენტს უფლება აქვს. მას მისჯილი აქვს ცხრა წელი, ნახევარზე მეტი მაინც უნდა გავიდეს, რომ მოხდეს შეწყალება, მე არ ვიცი შეწყალების კანონი აძლევს თუ არა პრეზიდენტს უფლებას მანამდე შეიწყალოს, ვერ გეტყვით. ჩვენ მხარს ვუჭერდით, სინოდის ერთობლივი გადაწყვეტილება იყო, რომ ვითხოვოთ შეწყალება. ჩვენი მოლოდინია, რომ ყველა კარგად იყოს და არა მარტო მამა გიორგი, ბევრი ოჯახი ელოდება თავისი ოჯახის წევრის დაბრუნებას",განაცხადა მეუფე იოანემ.

მან მორიგი ცილისწამება უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პატრიარქმა დაიბარა პრეზიდენტი და მოსთხოვა, მამა გიორგი მამალაძე არ შეეწყალებინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა