ბათუმში, საშობაო ღვთისმსახურება ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში მეუფე დიმიტრიმ აღავლინა

შობის ბრწყინვალე დღესასწაული აჭარაში მოქმედ ყველა ტაძარში აღინიშნა. ბათუმში, ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ აღავლინა.

მეუფემ წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ, მრევლთან ტრადიციულად იქადაგა.

ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში აჭარის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, მათ შეკრებილ მრევლს დღესასწაული მიულოცეს.

ხვალ, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ალილოს მონაწილეები ბათუმის ქუჩებში მსვლელობას მოაწყობენ. შეგროვებულ ნობათს კი თავშესაფარში მყოფებს და სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგებენ. სადღესასწაულო მსვლელობა ღვთისმშობლის ტაძრიდან დაახლოებით 12:00 საათზე დაიწყება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა