ირაკლი ქარსელაძე გუდაურსა და ბაკურიანზე - წყლის ალტერნატიული მიწოდების სამუშაოები მიმდინარეობს, პარალელურ რეჟიმში კი  წყალმზიდების გამოყენება ხდება

კლიმატურმა ფაქტორებმა და სხვა სახის გამოწვევებმა შექმნა იმის საჭიროება, რომ დამატებითი ჭაბურღილები მოეწყოს, - ამის შესახებ განცხადება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი ქარსელაძემ გააკეთა.

მისი თქმით, გუდაურის მსგავსად, ბაკურიანშიც წლის მიწოდების პრობლემა დაბის მხოლოდ მცირე ნაწილს ჰქონდა. ირაკლი ქარსელაძის განმარტებით, ორი მთავარი გამოწვევა სასტუმროები - „მგზავრები“ და „პანორამა“ იყო, სადაც მინისტრის პირველი მოადგილის განმარტებით, წყლის ალტერნატიული მიწოდების სამუშაოები მიმდინარეობს, პარალელურ რეჟიმში კი წყალმზიდების გამოყენება ხდება.

„ყველა გატარებული და მიმდინარე ღონისძიების შედეგად, ვიმედოვნებთ რეზერვუარის იმ დონეზე შევსებას, როცა წყალიც და წნევაც საკმარისი იქნება იმისათვის, რომ დაკმაყოფილდეს საჭირო მოთხოვნები,“ - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრის პირველი მოადგილე ამბობს, რომ კლიმატურმა ფაქტორებმა და სხვა სახის გამოწვევებმა შექმნა იმის საჭიროება, რომ უკვე დამატებითი ჭაბურღილები მოეწყოს და არსებობდეს წყლის მიწოდების ალტერნატიული წყაროები.

„გარდა ამისა მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული სამუშაოები: სათავე ნაგებობა და რეზერვუარი გუდაურში 2017 წელს დასრულდა და 2018 წელს ექსპულატაციაში შევიდა. მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ბაკურიანშიც განხორციელდა და მათ შორისაა შემოვლითი გზის მშენებლობა. მიმდინარეობს და წელს ინტენსიურ რეჟიმში წარიმართება სამუშაოები გუდაურის კანალიზაციასთან დაკავშირებით, რომ აღარაფერი ვთქვათ საუკუნის პროექტზე, რომელიც უკავშირდება ქვეშეთი-კობის ახალი მისასვლელი გზისა და 9 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობას,“ - თქვა ირაკლი ქარსელაძემ.

მისივე თქმით, ბევრი პრობლემა მთიან კურორტებზე განაშენიანების მაღალი ტემპით არის გამოწვეული, რასაც მთავრობა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობით პასუხობს და ეს პროცესი ინტენსიურ რეჟიმში შედის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა