მეუფე იაკობი - ვინც პატრიარქს ბრძოლას უცხადებს, ერთი გრამი ჭკუის ნატამალიც არ აქვთ - ვნახავთ, ერთმანეთს რატომ იცავენ, რა ცოდვამ დააკავშირა, ნუ ჰგონიათ ჩუმად ვიქნები

იმ ადამიანებს ჭკუა აქვთ, ვინც ახლა პატრიარქს ბრძოლას უცხადებენ? ერთი გრამი ჭკუის ნატამალიც არ აქვთ, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვის შემდეგ განაცხადა.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა მრევალს დღესასწაული მიულოცა და საპატრიარქოს ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება.

მეუფე იაკობის განცხადებით, ის პატრიარქის უარყოფით კონტექსტში მოხსენიებას არც ეკლესიის შიგნით და არც მის გარეთ არავის აპატიებს.

"ვითომ სიმართლისთვის იბრძვიან და სინამდვილეში, იმ ადამიანებს ჭკუა აქვთ, ვინც ახლა პატრიარქს ბრძოლას გამოუცხადებს? ერთი გრამი ჭკუის ნატამალიც არ აქვთ მათ. დღეს არ მინდა მაგ თემაზე საუბარი, ცოტა ხნით ქვეყნიდან გავდივარ, დავბრუნდები და ეს საკითხი მოსაკითხია, აბა რა იციან, რა უნდათ და რას იძახიან? ერთია, რას იძახი და მეორე - რას ამტკიცებ. ზოგი ღვთის შვილი ღმერთის გზას მიყვება, ზოგი სამწუხაროდ, აცდენილია. ღმერთმა უშველოს ყველას. ვისურვებდი, ცოტა მეტად იფიქრონ, როდესაც გვყავს მამა და შეურაცხყოფენ მას. ტყუილად შეურაცხყოფენ, მის გვერდით ვარ ამდენი წელია და ჩემზე მეტს რას ხედავენ? სად და ვისთან ერთად დადიან გადახედონ. პასუხი უნდა მიიღონ, რაც ეკუთვნით. რჯულის კანონს იძახიან, მიიღებენ რჯულის კანონით, თორემ ოდნავი კაცობა რომ ჰქონდეთ, ასე არ მოიქცეოდნენ. ვიცნობ ყველას, ვიცი როგორი ე.წ ვაჟკაცები არიან. ყველაფერს მიეხედება, მთავარია არ შეგეშინდეთ. თქვან, რა იციან, ბოლომდე ამოიღონ ხმა, სიმართლესაც ვნახავთ, ერთმანეთს რატომ იცავენ, რა ცოდვამ დააკავშირა ერთმანეთს, მაგასაც გაჩვენებთ, ნუ ჰგონიათ ბოლომდე ჩუმად ვიქნები. ღმერთს შევთხოვ, ვიღაცები გონებაზე მოიყვანოს. უწმინდესის აუგად ხსენებას არათუ ეკლესიაში აღარ მოვუთმენთ ერთმანეთს, არამედ გარეთ პასუხს მოვთხოვთ,“- განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა.

ვინც პატრიარქს ბრძოლას უცხადებს, ერთი გრამი ჭკუის ნატამალიც არ აქვს - მეუფე იაკობი

ვახტანგ ხმალაძე - ეუთო/ოდირის პასუხი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის წინადადებაზე სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე უნდა იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.01.2020
ასლან ბჟანია - სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს
ხელოვნური ინტელექტი და სასამართლო - კიბერმართლმსაჯულება
Fitch-მა ტერაბანკს საკრედიტო რეიტინგი B+ მიანიჭა
სპორტში განხორციელებული ქველმოქმედებისთვის კომპანია "არქის" ჯილდო გადაეცა
KTW ჯგუფი გურიაში 14 მილიონზე მეტი ოდენობის ინვესტიციას ახორციელებს