მეუფე იაკობი დეკანოზ გიორგი მამალაძეზე - ის რომ ოდნავ მართალი ყოფილიყო, პატრიარქი დაუდგებოდა და მეც დავუდგებოდი გვერდით

ის რომ ოდნავ მართალი ყოფილიყო, პატრიარქი დაუდგებოდა და მეც დავუდგებოდი გვერდით, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით, წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვის შემდეგ განაცხადა.

მეუფე იაკობის თქმით, ჯერ არც ერთი პრეზიდენტი არ ყოფილა, ვინც შეწყალების საკითხზე ეპისკოპოსების ან პატრიარქის მოსაზრებას გაითვალისწინებდა.

"მე ამერიკაში ვთქვი, თუ შეიწყალა პრეზიდენტმა, შეიწყალა რა. ჩემთვის დეკანოზი კი არა, იცით საკვირველი რა არის? - სოხუმი, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი უნდა გაწუხებდეთ. ასევე ნებისმიერი პატიმარი - ვაჟას როცა გაუჭირდა, დავუდექი გვერდში და დავეხმარე. ის რომ ოდნავ მართალი ყოფილიყო, პატრიარქი დაუდგებოდა და მეც დავუდგებოდი გვერდით.

პრეზიდენტს ჩვენ ჩვენი შევთავაზეთ და არცერთი პრეზიდენტი არ ყოფილა, რომ შეწყალებაზე ჩვენი ან პატრიარქის მოესმინა. რომელი პოლიტიკოსებიც იძახიან, მე შემიძლია იმათ ვუთხრა, უარს როგორ გვეუბნებოდნენ და რა მაქვს გაკეთებული, ვიღაცები რომ შეეწყალებინათ. პოლიტიკურ სპეკულაციებს ნუ ეწევიან,“ - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა