შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმის ქუჩებში ალილოს მონაწილეები საზეიმო მსვლელობას აწყობენ

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმის ქუჩებში ალილოს მონაწილეები საზეიმო მსვლელობას აწყობენ.

მსვლელობის მონაწილეები თავდაპირველად ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში შეიკრიბნენ, საიდანაც შობის მახარობლებთან ერთად ბათუმის სხვადასხვა ქუჩაზე გალობით ჩაივლიან.

ალილოს მონაწილეები მოქალაქეებს დღესასწაულს ულოცავენ, თავის მხრივ კი მოქალაქეები ალილოს მონაწილეებს საჩუქრებს გადასცემენ.

საზეიმო ღონისძიებას ადგილობრივი მთავრობის წევრებიც შეუერთდებიან.

შეგახსენებთ, რომ ალილოს მონაწილეები შეგროვებულ საჩუქრებს თავშესაფარში მყოფებს და სოციალურად დაუცველებს გადასცემენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა