რუსთავში, შობის დღესასწაულზე შეგროვილ ნობათს მრავალშვილიან ოჯახებს, მოხუცებულთა და ბავშვთა სახლებს გადასცემენ

ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, რუსთავში ტრადიციული საშობაო ალილო მიმდინარეობს.

მეალილოეებმა საშობაო მსვლელობა, რუსთავის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის ეზოდან დაიწყეს. ალილოს მონაწილეებმა ქალაქის უბნები გალობით, საშობაო სიმღერითა და ცეკვით მოიარეს. მათ წინ რუსთავის სიონის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დიმიტრი, ეპარქიის მღვდელმსახურები, სტიქაროსნები, ტაძართან არსებული სამრევლო სკოლა „მთაწმიდელის“ აღსაზრდელები და ქერუბიმების ფორმებში გამოწყობილი ბავშვები მიუძღოდნენ.

როგორც დეკანოზმა დიმიტრიმ ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, საშობაო ალილოზე შეგროვილ ნობათსა და შემოწირულობას, ტრადიციულად უპოვრებს, მრავალშვილიან ოჯახებს, მოხუცებულთა და ბავშვთა სახლებს გადასცემენ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

რუსთავში, შობის დღესასწაულზე შეგროვილ ნობათს  მრავალშვილიან ოჯახებს, მოხუცებულთა და ბავშვთა სახლებს გადასცემენ

ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, რუსთავში ტრადიციული საშობაო ალილო მიმდინარეობს.

მეალილოეებმა საშობაო მსვლელობა, რუსთავის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის ეზოდან დაიწყეს. ალილოს მონაწილეებმა ქალაქის უბნები გალობით, საშობაო სიმღერითა და ცეკვით მოიარეს. მათ წინ რუსთავის სიონის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დიმიტრი, ეპარქიის მღვდელმსახურები, სტიქაროსნები, ტაძართან არსებული სამრევლო სკოლა „მთაწმიდელის“ აღსაზრდელები და ქერუბიმების ფორმებში გამოწყობილი ბავშვები მიუძღოდნენ.

როგორც დეკანოზმა დიმიტრიმ ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, საშობაო ალილოზე შეგროვილ ნობათსა და შემოწირულობას, ტრადიციულად უპოვრებს, მრავალშვილიან ოჯახებს, მოხუცებულთა და ბავშვთა სახლებს გადასცემენ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია