ფოთში ალილო გაიმართა

ფოთში, ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით ალილო გაიმართა. მსვლელობა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიიდან დაიწყო და საკათედრო ტაძართან დასრულდა. მსვლელობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოქალაქეები შეუერთდნენ. შეგროვილი სურსათ-სანოვაგე დღესვე სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემა.

დღეს, 19:00 საათზე, მთავარ ნაძვის ხესთან საშობაო კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ადგილობრივი ქორეოგრაფიული, ფოლკლორული, ვოკალური და საესტრადო ჯგუფები მიიღებენ. დაჯილდოვდებიან წარმატებული სპორტსმენები. ასევე მოეწყობა საახალწლო სოფელი, სადაც ყველა მისულ სტუმარს გლიტვეინისა და ტკბილეულის დაგემოვნების საშუალება ექნება. მოგვიანებით კი ჯგუფი „ LOUDspeakers“ ცეცხლოვან შოუს გამართავს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს