ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, საქართველოს თავდაცვის ძალების მოსამსახურეებმა შობის ბრწყინვალე დღესასწაული აღნიშნეს

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ქართულ ეკლესიაში ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული აღნიშნეს. ამის შესახებ, „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, საშობაო ლიტურგია ბატალიონის კაპელანმა, მამა გიორგი წერეთელმა აღავლინა და პირადი შემადგენლობა დალოცა.

„ღვთისმსახურებას ქართველი სამხედრო მოსამსახურეები და სხვადასხვა ეროვნების სამხედრო და სამოქალაქო პირებიც დაესწრნენ. ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ქრისტესშობის დღესასწაულთან დაკავშირებით წვეულებაც გამართეს. მე-12 ბატალიონის მეთაურმა მოწვეული სტუმრებისთვის საქართველოს ისტორიის, კულტურისა და თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაცია გამართა. მოგვიანებით, სტუმრებმა ქართველი სამხედროების მიერ მომზადებული ქართული ტრადიციული კერძებიც დააგემოვნეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებს. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს