მეუფე პეტრე მეუფე დიმიტრიზე - როცა ადამიანს არ აქვს მადლი, იმის კაცობა, რომ თავისი ურწმუნობა და დანაშაული აღიაროს, ვიღაცას უნდა გადააბრალოს - ადვილად მიპოვეს გადაბრალების ობიექტად

ერთმა მღვდელმთავარმა წლების წინ ასეთი ფრაზა უთხრა მიტროპოლიტ დიმიტრის: „ბიძაშენი ირაკლი შიოლაშვილი, შს მინისტრი რომ ყოფილიყო და არა პატრიარქი, შენ მიტროპოლიტი კი არა პოლიციის უფროსი იქნებოდი“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მეუფე პეტრემ განუცხადა, რითაც ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის განცხადებას გამოეხმაურა.

მეუფე პეტრეს განცხადებით, მეუფე დიმიტრი იმიტომ არის მიტროპოლიტი, რომ ბიძა ჰყავს პატრიარქი და არა იმიტომ, რომ ღმერთის სწამს.

„მეუფე დიმიტრი, როგორც უპასუხისმგებლო ადამიანი, საერთოდ მის სარწმუნოებასთანაც კი მაქვს კითხვის ნიშნები, არ არის გულთამხილავი და ჩემს გულის სიხარულს ვერ დაინახავდა. მე როდესაც გამოვედი სინოდის სხდომიდან, პირველი რაც აღვნიშნე იყო ის, რომ მამა გიორგის საკითხი დადებითად გადაწყდა, ფაქტობრივად, ამით გამოვხატე სიხარული წინაშე ღვთისა და სინდისისა. მიუხედავად იმისა, რომ მე ვიყავი დასჯილი და განყენებული, მოვახერხე, რომ პირველი საკითხი ჟურნალისტებთან გამეცხადებინა, რომ სინოდის სხდომაზე გადაწყდა მამა გიორგის საკითხი.

თავიანთი უგუნურობა და უსინდისობა ხომ უნდა გადააბრალონ ვიღაცას და ეს გადაბრალების ცოდვა სამოთხიდან მოსდევს კაცობრიობას. როცა ადამიანს არ აქვს მადლი, კაცობა და ვაჟკაცობა იმისა, რომ თავისი უბედურება, თავისი ურწმუნობა, დანაშაული აღიაროს და შეინანოს და როცა ამას ვერ ახერხებს, ვიღაცას უნდა გადააბრალოს. ამ შემთხვევაში, ძალიან ადვილად იპოვეს მეუფე პეტრე გადაბრალების ობიექტად“, - განაცხადა მეუფე პეტრემ.

მეუფე პეტრეს თქმით, მას მეუფე დიმისტრისგან ის განასხვავებს, რომ მნიშვნელოვანი არა მღვდელმთავრობა, არამედ მოყვასისათვის თავის დადებაა.

„როცა მეუფე დიმიტრიმ მამა გიორგი საპყრობილეში პირველად მოინახულა უთხრა, რაც მე მამაომ გადმომცა, რომ „შენ ვიცი მართალი ხარ, ვიცი, რომ უდანაშაულო ხარ, მაგრამ ჩემთვის მთავარია ჩემი ეპისკოპოსობა და ვიცი, რომ ეპისკოპოსობას ვერ შემოგწირავ შენ და შენს უდანაშაულობას“. ჩემთვის პირადად, როგორც მღვდელმთავრისთვის, როგორც მორწმუნე ადამიანისთვის, არ იყო მთავარი მღვდელმთავრობა. მთავარი იყო მოყვასისათვის თავის დადება. ეს არის ჩვენს შორის განსხვავება“, - განაცხადა მეუფე პეტრემ.

შეგახსენებთ, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „დეკანოზ გიორგი მამალაძის ციხეში ყოფნის პერიოდის გახანგრძლივებაში დიდი როლი მეუფე პეტრეს აქვს“.

გიორგი ანთაძე - საქართველომ რეგიონში არსებული სამხედრო დისბალანსის გათვალისწინებით, თავისი თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2020
ალექსანდრე თვალჭრელიძე -  გაბრაზებული ამომრჩევლები ხმას მცირე პარტიებს მისცემენ, პარლამენტის გასაღები სწორედ მცირე პარტიების და  ახალი სახეების ხელშია
„ნიუ ჰაუსი“ მომხმარებელს 27-თვიან შიდა უპროცენტო განვადებას სთავაზობს - იცხოვრე კომფორტულ გარემოში