ზუგდიდში საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართა

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდში, საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართა. ტრადიციული მსვლელობა ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრიდან დაიწყო, რომელშიც მონაწილეობა სასულიერო პირებმა და მრევლმა მიიღო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, საზეიმო მსვლელობას, სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, მოადგილეები ლუდუკ ხაზია, დავით ვერავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდნენ, მათ მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს და დღესასწაული მიულოცეს.

„ალილოს მსვლელობა ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში დასრულდა, სადაც საზეიმო პარაკლისი ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა მალხაზ ჭანტურიამ აღავლინა.

ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საშობაო მსვლელობა ზუგდიდთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის სხვა მუნიციპალიტეტებშიც მოეწყო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ მაცხოვრის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრადიციული ალილო ყოველწლიურად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 7 იანვარს იმართება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა