ბორჯომის მერია მერის ლევან ლიპარტიას სახელით გავრცელებულ ინფორმაციას „ინტერპრეტირებულს და შეუსაბამოს“ უწოდებს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია მერის, ლევან ლიპარტიას სახელით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ის „ინტერპრეტირებული და სრულიად შეუსაბამო კომენტარია”.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, დაბა ბაკურიანში წყლის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით მერი აღნიშნავს, რომ წელს დაბა ბაკურიანს დამსვენებლის საკმაოდ დიდი რაოდენობა სტუმრობს, შესაბამისად გაზრდილია სასმელი წყლის მოხმარება.

„რამდენიმე დღის წინ არსებული მარაგი, გაზრდილი მოთხოვნის გამო არ აღმოჩნდა საკმარისი, რის გამოც მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდა. ჟურნალისტმა კომენტარის ინტერპერეტაცია სამწუხაროდ არამართებულად და სრულიად დამახინჯებულად ასეთი სახით სცადა: „ხალხი უნდა შევამციროთ ბაკურიანში და წყალი მუდმივად იქნება! და ამავე სათაურით გამოაქვეყნა ინფორმაცია. აღვნიშნავთ, რომ ასეთი სახით კომენტარის წარმოჩენა წარმოადგენს ცრუ ინფორმაციას რაც აზარალებს მოსახლეობას, თავად მედია სააგენტოს იმიჯს და ამავე დროს ადგილობრივ თვითმმართვლობას, რომელიც პრობლემის გაჩენის მომენტიდან ყოველდღიურ რეჟიმში სრულ კოორდინაციაშია წყალმომარაგების კომპანიასთან.

აღვნიშნავთ, რომ ბაკურიანის განაშენიანება წლიდან წლამდე მზარდია, ნამდვილად სასიხარულოა, რომ ბაკურიანი ასეთ მასშტაბებს იძენს და ის საერთაშორისო სტატუსის მქონე კურორტად ყალიბდება. რა თქმა უნდა, არსებობს გამოწვევები, რომლებიც ჩვენთვის ძალიან ნაცნობია და რომლის გადაწყვეტაზეც ინტენსიურად ვმუშაობთ”, - აღნიშნულია მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, მათთვის მნიშვნელოვანია გამართული ინფრასტრუქტურა, რომ დამსვენებლებს სრული სერვისი შესთავაზონ.

„თუ გადავხედავთ დაბა ბაკურიანში 2019 წელს განხორციელებულ პროექტებს მათი მასშტაბურობიდან გამომდინარე ნამდვილად შთამბეჭდავია. საბედნიეროდ, ის პრობლემები, რომლებიც დაბა ბაკურიანში წინა წლებში სეზონის დროს იჩენდა თავს წელს მინიმუმამდეა დაყვანილი.

მოგვარებადია ასევე სასმელ წყალთან დაკავშირებული პრობლემაც. მოგახსენებთ, რომ კომპანიის მიერ იგეგმება ბაკურიანში ქსელის განვითარებისა და ახალი სისტემების მშენებლობის მეორე ეტაპის განხორციელება. სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება, რაც საბოლოოდ აღმოფხვრის სეზონის აქტიურ პერიოდში წარმოქმნილ პრობლემებს“, - აცხადებენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა