არჩილ თალაკვაძე დეკანოზის ჯანმრთელობაზე - არ მგონია, რომ მედიასთან გასარკვევი საკითხი იყოს პაციენტის დიაგნოზი და ის, თუ რა მკურნალობა სჭირდება

მე არ მგონია რომ მედიასთან გასარკვევი საკითხი იყოს პაციენტის დიაგნოზი და შესაბამისად, ის თუ რა მკურნალობა სჭირდება მას,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ექსპერტების შეფასების კომენტირებისას განაცხადა. მისივე თქმით, პატიმრები სარგებლობენ სამედიცინო მომსახურების იმ სტანდარტით, როგორითაც ყველა დანარჩენი მოქალაქე.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მას აქვს სრული ყურადღება სამედიცინო მომსახურების თვალსაზრისით. თავის დროზე ჩაუტარდა კვლევების ყველა საჭირო მომსახურება, ასევე, როცა ადამიანი შიმშილობს, კანონმდებლობით მას ექცევა განსაკუთრებული ყურადღება და მონიტორინგი, რაც მას კანონით აქვს გარანტირებული და რადენდაც ჩემთვის ცნობილია, სამინისტრო, სასჯელაღსრულების სისტემა მოქმედებდა კანონის შესაბისად“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა შეწყალებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს და აღნიშნა, რომ პატრიარქის მიმართ ბრალდებები მისთვის მიუღებელია.

"ამ შემთხვევაში პრეზიდენტმა მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც მიიღო. შესაძლოა, ზოგისთვის ეს იყოს მიუღებელი, ზოგისთვის-მისაღები, მაგრამ ის რაც მოვისმინეთ ამ დღეებში, ჩემი აზრით, ეს იყო სამარცხვინო, ვგულისხმობ ბრალდებებს, რომელიც გაისმა კათოლიკოს-პატრიარქის, იმ ადამიანის მისამართით, ვისი ინიაციტივით და სინოდის შუამდგომლობით მოხდა მიმართვა. ამიტომ კარგად უნდა დავფიქრდეთ, სანამ ბრალდებებს გავახმოვანებთ და ცილს დავწამებთ ვინმეს . მე არ ვიცნობ მის სამედიცინო დიაგნოზს,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა