ბათუმში შობა ტრადიციული „ალილოთი“ აღინიშნა

ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმში, ტრადიციული საშობაო მსვლელობა „ალილო“ მოეწყო. საზეიმო მსვლელობა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, მთავრობის წევრები შეუერთდნენ.

ბათუმის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარემ მრევლს შობა მიულოცა და კეთილდღეობა და მშვიდობა უსურვა - ,,შობა განსაკუთრებული დღესასწაულია. შობა არის ახალი სიცოცხლის და იმედის სიმბოლო, გისურვებთ იმედების ასრულებას მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრებას“.

უწყების ცნობით, „ალილო“ 12 საათზე დაიწყო და ბათუმი მოიცვა. „ალილოს“ მსვლელობა თავისუფლების მოედანზე, ბათუმისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების საძმო საფლავთან, ქვეყნისთვის თავდადებულთა პატივისცემის ნიშნად შეჩერდა და საკათედრო ტაძართან დასრულდა.

შობის მახარობლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, ბათუმის მერი, საზოგადოების წარმომადგენლები საშობაო ნობათით შეუერთდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა