რუსთავში შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავენ

ქრისტეშობის დღესასწაულზე, პირველი ახალშობილი კლინიკა ,,რუსთავის“ სამშობიარო სახლში დაიბადა, ახალშობილ გოგონას მარიამი დაარქვეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, მარიამ ბარათაშვილი, დედასთან ერთად, რუსთავის მერის მოადგილე გოჩა ლორიამ მოინახულა და საჩუქრები გადასცა. რუსთავის მერის მოადგილემ, ქრისტეშობა ქალაქის სამშობიარო სახლში დაბადებული პირველი ახალშობილის დედას და მედპერსონალსაც მიულოცა.

,,ჩვენ ტრადიცულად ვესტუმრეთ სამშობიარო სახლებს და ქრისტეშობის დღეს დაბადებული პირველი ახალშობილების დედებს და მედპერსონალს მივულოცეთ ბრწყინვალე დღესასწაული. დღესვე სადღესასწაულო ნობათი მივუტანეთ ჩვენს ბავშვებსა და მოხუცეს, მოვეფერეთ მათ და მივულოცეთ ქრისტეშობა. მინდა მთელს საქართველოს, ჩვენს ქალაქს და თანაქალაქელებს მივულოცო ეს განსაკუთრებულად ლამაზი დღე, ვუსურვო ბედიერება, წინსვლა და განვითარება“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში რუსთავის მერის მოადგილე გოჩა ლორიამ.

დღესვე, რუსთავის მერის მოადგილე გოჩა ლორიამ, საშობაო ალილოს მსვლელობაშიც მიიღო მონაწილეობა და მეალილოეებს ტკბილეული დაურიგა.

რუსთავის მერის მოადგილეები გოჩა ლორია, ბესიკ ტოგონიძე, შობის ბრწყინვალე დღესასწაულის მისალოცად, ქალაქის საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, ხანდაზმულთა სახლ - “ქსენონში“ მცხოვრებ მოხუცებს ესტუმრნენ, საშობაო ტორტი, ტკბილეული მიუტანეს და მათთან ერთად სადღესასწაულო ტრაპეზს დაესწრნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ბრწყინვალე დღესასწაული ,,კარიტასის“ რუსთავის ბავშვთა ცენტრის აღსაზრდელებსაც მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა