გორში შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ალილოს მსვლელობა მოეწყო

გორში შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ალილოს მსვლელობა მოეწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მსვლელობა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო და ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გაგრძელდა.

გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ ალილოს მონაწილეები დალოცა.

მსვლელობას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი და შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი შეუერთდნენ.

ალილოს მონაწილეებს ხელისუფლების წარმომადგენლებმა საშობაო ნობათი გადასცეს.

საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნიდან დამკვიდრდა. მისი აღნიშვნა ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 2000 წლიდან აღდგა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა