მარტვილში 50 წლამდე მამაკაცი მოკლეს

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერში 50 წლამდე მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. როგორც სოფლის რწმუნებულმა შაკო ნაჭყებიამ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, გარდაცვლილს ერთი ჭრილობა გულის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. მისივე ინფორმაციით, ბრალდებული გარდაცვლილის ნათესავია.

„სამწუხარო ფაქტი მოხდა. ერთმანეთის ნათესავები არიან. ნასვამები იყვნენ, წაკამათდნენ და ჩხუბში გადაიზარდა, რაც უბედური შემთხვევით დასრულდა", - ამბობს ნაჭყებია.

მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი ადგილზე დააკავეს. შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს