ქუთაისში, ჩერგოლიანის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების შედეგად არსებული პრობლემა აღმოფხვრილია

ქუთაისში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტი დასრულების ეტაპზეა. ამის შესახებ, „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში ქალაქში მიმდინარეობს ძველიდან ახალ ქსელზე გადაერთების პროცესი, მათ შორის ჩერგოლიანის ქუჩაზე.

„კომპანიამ აღნიშნულ ქუჩაზე გუშინ დაასრულა ქსელის დამატებითი, გარეცხვითი სამუშაოები, რის შემდეგაც კიდევ ერთხელ ლაბორატორიულად შემოწმდა წყლის ხარისხი. დასკვნების შედეგად, სასმელი წყალი შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმებს.

ჩერგოლიანის ქუჩაზე მიმდინარე ქსელის გარეცხვითი სამუშაოებისას, მცირე დროის მონაკვეთში, ფილტრებს გამოყვა ქვიშა, რაც სამუშაოების პროცესის დროს სრულად იწმინდებოდა.

კომპანიის ლაბორატორიის მიერ აღნიშნული ადგილიდან იმ დროსაც მოხდა სასმელი წყლის ნიმუშების აღება. მიღებული დასკვნების შედეგად, წყლის ხარისხი შეესაბამებოდა ნორმებსა და სტანდარტებს.

პრობლემის საბოლოოდ აღმოფხვრისთვის ადგილზე ორი დღის განმავლობაში მუშაობდა ტექნიკური სამსახური“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა