წყალტუბოში, ყოფილ სანატორიუმ „მეგობრობაში“ გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა

წყალტუბოში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება.

ხანძარი რუსთაველის ქუჩაზე მდებარე, ყოფილ სანატორიუმ „მეგობრობაში“ გაჩნდა, რომელიც ამჟამად დევნილთა საერთო საცხოვრებელია. გარდაცვლილები 65 წლამდე ქალები არიან.

„3-სართულიან შენობაში ხანძარი მეორე სართულზე გაჩნდა. ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს ერთ ოთახში ხანძრის ღია კერა და ორი ადამიანი გარდაცვლილი დახვდათ. შენობაში 1 ოთახი დაიწვა და მეხანძრე-მაშველებმა მოახერხეს, რომ ხანძარი მთლიან შენობაზე არ გავრცელებულიყო. მოხდა 35 მოქალაქის უსაფრთხო ევაკუაცია, ადგილზე მუშაობდა 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და მობილიზებული იყო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების სამსახურის ეკიპაჟები. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურში.

უწყების ცნობით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
წყალტუბოში, ყოფილ სანატორიუმ „მეგობრობაში“ გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა

წყალტუბოში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება.

ხანძარი რუსთაველის ქუჩაზე მდებარე, ყოფილ სანატორიუმ „მეგობრობაში“ გაჩნდა, რომელიც ამჟამად დევნილთა საერთო საცხოვრებელია. გარდაცვლილები 65 წლამდე ქალები არიან.

„3-სართულიან შენობაში ხანძარი მეორე სართულზე გაჩნდა. ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს ერთ ოთახში ხანძრის ღია კერა და ორი ადამიანი გარდაცვლილი დახვდათ. შენობაში 1 ოთახი დაიწვა და მეხანძრე-მაშველებმა მოახერხეს, რომ ხანძარი მთლიან შენობაზე არ გავრცელებულიყო. მოხდა 35 მოქალაქის უსაფრთხო ევაკუაცია, ადგილზე მუშაობდა 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და მობილიზებული იყო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების სამსახურის ეკიპაჟები. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურში.

უწყების ცნობით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?