გოგი წულაიამ თეთრ ხიდზე პერფორმანსი გამართა და ყალბი კუპიურები წყალში გადაყარა

„ეს არის წყალს გატანებული ბიუჯეტი”, - განაცხადა პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე გოგი წულაიამ, რომელმაც ქუთაისში, თეთრ ხიდზე პერფორმანსი გამართა და სიმბოლურად ყალბი კუპიურები წყალში გადაყარა.

გოგი წულაიას განცხადებით, ქუთაისის თვითმმართველობამ 2020 წლის ბიუჯეტის ნაწილი, ისევე როგორც წინა წლებში, წყალში გადაყარა, ხოლო მეორე ნაწილი ჯიბეში ჩაიდო. გოგი წულაიას თქმით, ახალი ბიუჯეტი ქუთაისისათვის პერსპექტივის შემქმნელი არ არის.

„წინა წლის ბიუჯეტის მსგავსად, 2020 წლის ბიუჯეტის ერთი ნაწილის რიონისთვის გატანება, ხოლო მეორე ნაწილის ჯიბეში ჩადება ხდება. ამ ბიუჯეტში მეტი არაფერი წერია. პერსპექტივაზე, მომავალზე, ბიზნესის განვითარებასა და ქალაქის გადარჩენაზე ლარი არ არის გაწერილი. თანხები ისეთ მუხლებშია გაწერილი, რომელიც პირდაპირ რიონს გაატანეს და ქალაქის მომავალზე არ არის ორიენტირებული. ეს არის იმისთვის, რომ კიდევ ერთი წელი გადააგორონ,”-განაცხადა გოგი წულაიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა