თორნიკე შარაშენიძე - შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად, ირანელებმა ამერიკელები წინასწარ გააფრთხილეს, რომ ამ მიმართულებით გაუშვებდნენ ბომბებს

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად, ირანელებმა ამერიკელები წინასწარ გააფრთხილეს, რომ ამ მიმართულებით გაუშვებდნენ ბომბებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თორნიკე შარაშენიძემ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ირანსა და აშშ-ს შორის გამწვავებულ ურთიერთობას. შარაშენიძის თქმით, თუკი ერაყში განთავსებული ამერიკული ბაზების წინააღმდეგ ირანის მიერ განხორციელებულ შეტევას მსხვერპლი არ მოჰყვება, მაშინ სიტუაციის ესკალაცია არ მოხდება.

შარაშენიძის განცხადებით, ირანისთვის უპირველესი საზრუნავი ახლა საკუთარ მოქალაქეებში სახის შენარჩუნებაა.

„როგორც ჩანს, დარტყმას, რომელიც ირანმა განახორციელა, მსხვერპლი არ მოჰყვა. შეიძლება ეს დარტყმა სპეციალურად ისე განხორციელდა, რომ მსხვერპლი არ მოყოლილიყო და ირანს სახე შეენარჩუნებინა პირველ რიგში, თავის მოქალაქეებთან. ჯერ ირანს სჭირდება რაღაც ნაბიჯების გადადგმა, რომ არ შერცხვეს. ეს არის მისთვის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი.

თუ ამ შეტევის იქით საქმე არ წავა, მაშინ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ რეგიონში მშვიდობა შენარჩუნდება. თუ არადა, შეიძლება სერიოზული გამწვავება მივიღოთ. ჩვენ არ ვიცით რა მოხდა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად, ირანელებმა ამერიკელები წინასწარ გააფრთხილეს, რომ ამ მიმართულებით გაუშვებდნენ ბომბებს. თუ ასე მოხდა, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ესკალაცია არ მოხდება და ორივე მხარე ერთმანეთში შეთანხმდა“, - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს