აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრად გია ქარცივაძე აირჩიეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრად აჭარის უმაღლესმა საბჭომ გია ქარცივაძე აირჩია. მას მხარი 15-მა დეპუტატმა დაუჭირა.

როგორც "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, მმართველი გუნდისთვის ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანდიდატი მისაღები აღმოჩნდა.

აჭარის უმაღლეს საბჭოში, როგორც ოპოზიციის, ასევე მმართველი გუნდის წევრებს მიაჩნიათ, რომ გია ქარცივაძე ბორდის წევრობისთვის ღირსეული კანდიდატია.

გია ქარცივაძე აჭარის უმაღლეს საბჭოს ფრაქციამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წარუდგინა.

შეგახსენებთ, რომ გია ქარცივაძე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელი იყო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოში სამი წევრი - "ქართული ოცნების" , ერთი - დამოუკიდებელი დეპუტატების და ერთი კი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კვოტით არიან არჩეული.

ბორდის უფლებამოსილება ექვსი წლით არის განსაზღვრული.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა