დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვგმობთ ერაყის სამხედრო ბაზებზე თავდასხმას - შეშფოთებული ვართ ცნობებით მსხვერპლის და ბალისტიკური რაკეტების გამოყენების შესახებ

შეშფოთებული ვართ ცნობებით მსხვერპლის შესახებ, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა განაცხადა. რააბის განცხადებას გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა მდივნის ოფისი ავრცელებს.

„ჩვენ ვგმობთ ერაყის სამხედრო ბაზებზე თავდასხმას, რომელზეც კოალიციური ჯარები არიან განთავსებულნი, მათ შორის ბრიტანელი სამხედროებიც. შეშფოთებული ვართ ცნობებით მსხვერპლის და ბალისტიკური რაკეტების გამოყენების შესახებ“,- წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, ირანმა ერაყში მდებარე სამხედრო ბაზებზე თავდასხმა განახორციელა. ქვეყნის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, სარაკეტო დარტმების შედეგად ათობით ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. ინფორმაციას არ ადასტურებენ აშშ-ში. CNN-ის ცნობით, ინფორმაცია გარდაცვლილთა შესახებ არ ვრცელდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს