გორი-იგოეთის მონაკვეთზე, აჭარის ტელევიზიის კუთვნილ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა

გორი-იგოეთის მონაკვეთზე, სოფელ რენესთან, „ფორდის“ მარკის ავტომობილი იწვის. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება აჭარის ტელევიზიას ეკუთვნის. ტელევიზიის თანამშრომლები ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდნენ, რა დროსაც ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. მძღოლმა და მგზავრებმა მანქანის დატოვება დროულად შეძლეს.

ამ წუთებში ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის შიდა ქართლის სამმართველოს ხელმძღვანელები და ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ავტომაგისტრალზე მოძრაობა არ შეფერხებულა.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა