ევროკავშირი მხარეებს მოუწოდებს, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის დეესკალაცია მოახდინონ

ევროკავშირი მხარეებს მოუწოდებს, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის დეესაკალაცია მოახდინონ. ამის შესახებ ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ვონ დერ ლეინმა განაცხადა და აღნიშნა, რომ იარაღის გამოყენება „ახლავე უნდა შეწყდეს“.

„მიმდინარე კრიზისი მოქმედებს არა მარტო რეგიონზე, არამედ ყველა ჩვენგანზე. იარაღის გამოყენება ახლავე უნდა შეწყდეს და დიალოგი დაიწყოს“, - აცხადებს ვონ დერ ლეიენი.

შეგახსენებთ, რომ ირანმა ერაყში მდებარე ორ ბაზაზე, სადაც კოალიციური ძალები არიან განთავსებული, სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.

მომხდარს წინ უძღოდა, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ბაღდადის აეროპორტზე განხორციელებული ოპერაცია, რომლის დროსაც სხვა სამხედრო პირებთან ერთად, ირანის სამხედრო მაღალჩინოსანი, გენერალი ყასემ სოლეიმანი დაიღუპა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა