ირანის პრეზიდენტი - რომ არა სოლეიმანის ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ, ევროპის დედაქალაქები ახლა დიდი საფრთხის ქვეშ იქნებოდნენ

ირანის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის თქმით, რომ არა ყასემ სოლეიმანი, „ევროპის დედაქალაქები დიდი საფრთხის ქვეშ იქნებოდნენ“. ამის შესახებ ჰასან როუჰანიმ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„გენერალი სოლეიმანი გმირულად იბრძოდა „ისლამური სახელმწიფოს“ „ალ ნუსრაჰის“ „ალ ქაიდას“ წინააღმდეგ. რომ არა მისი ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ, ევროპის დედაქალაქები ახლა დიდი საფრთხის ქვეშ იქნებოდნენ. ჩვენი საბოლოო პასუხი მის სიკვდილთან დაკავშირებით, ამერიკის ჯარების რეგიონიდან გაძევება იქნება“,-წერს როუჰანი.

შეგახსენებთ, რომ ირანმა ერაყში მდებარე ორ ბაზაზე, სადაც კოალიციური ძალები არიან განთავსებული, სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.

მომხდარს წინ უძღოდა, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ბაღდადის აეროპორტზე განხორციელებული ოპერაცია, რომლის დროსაც სხვა სამხედრო პირებთან ერთად, ირანის სამხედრო მაღალჩინოსანი, გენერალი ყასემ სოლეიმანი დაიღუპა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს