პენიტენციური სამსახური დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას არ ასაჯაროებს

პენიტენციური სამსახური დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

მსჯავრდებული სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხზე უწყებას ambebi.ge დაუკავშირდა, თუმცა პენიტენციურ სამსახურში მხოლოდ ის განაცხადეს, რომ დეკანოზსს ყველა შესაბამისი სამედიცინო სერვისი მიეწოდება. უწყებამ არ დააკონკრეტა არც დეკანოზის ამჟამინდელი მდგომარეობა და არც ის, კონკრეტულად რა მკურნალობა უტარდება მას.

შეგახსენებთ, რომ ადვოკატების ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია.

„დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც კრიტიკულია. ნაომარი, ხეიბარი ვეტერანები რომ არიან, ასეთ მდგომარეობაშია. მარჯვენა ხელ-ფეხი აქვს უმოქმედო და ფორმაც კი დაკარგული აქვს. მარცხენა და მარჯვენა მხარე ერთმანეთისგან განსხვავდება. გადაადგილება უჭირს და საკაცით ჩამოჰყავთ. არც ჯდომა შეუძლია. წოლით მდგომარეობაშია. ყველანაირი პირობა აქვს შექმნილი, რომ სამედიცინო დახმარება არ მიიღოს, კომუნიკაცია ვერ დაამყაროს, ვისთანაც უნდა. გესტაპოს პერიოდში შექმნილი პირობები საქართველოში 21-ე საუკუნეშიც მოქმედებს...

მას მიზანმიმართულად უტარდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან შეუსაბამო მკურნალობა. თითქმის არაფერს აკეთებენ. იმ პროცედურებსა და გარემოს, რაც დეკანოზს სჭირდება, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ვერ იღებს. მათ არ გააჩნიათ არც მედიკამენტები და არც სპეციალისტები, რაც დეკანოზს სჭირდება,“ - განუცხადა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მალხაზ რამიშვილმა დღეს ჟურნალისტებს, რომელმაც გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულაში მსჯავრდებული სასულიერო პირი მოინახულა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება