პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულ დევნილებს ტრანსპორტირების ხარჯები დაუფინანსდებათ

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, 2017-2019 წლებში, ჩარიცხულ ყველა დევნილს, სწავლის პერიოდში, ტრანსპორტირების ხარჯებს დაუფინანსებს. დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამით სარგებლობის მსურველთა განაცხადების მიღება 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, პროგრამა, 2016 წელს დაიწყო და საქართველოს მასშტაბით, უკვე 600-ზე მეტი დევნილი სტუდენტი დაფინანსდა.

მათივე ინფორმაციით, განაცხადების შევსება დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში მიმდინარეობს (მისამართი: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა). ასევე შესაძლებელია სკანირებული განაცხადის გაგზავნა ელ. ფოსტაზე - info@livelihood.gov.ge.

„განაცხადს თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია: განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დევნილის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ცნობა სასწავლებლიდან, ჩარიცხვის წლისა და სწავლის დასრულების ზუსტი თარიღის მითითებით; განმცხადებლის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; განაცხადის მიღების თვეში აღებული ამონაწერი სოციალურად დაუცველ ოჯახთა მონაცემთა ბაზიდან (იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სოციალურად დაუცველია); კერძო ტრანსპორტის მოთხოვნის შემთხვევაში, განაცხადს თან უნდა ერთვოდეს საჭიროების დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ: შეზღუდვის დამადასტურებელი ცნობა, ფორმა N100 და ა.შ.).

პროგრამაში მონაწილეობისათვის ბენეფიციარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: რეგისტრირებული უნდა იყოს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და ჰქონდეს დევნილის სტატუსი; სწავლობდეს სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში; სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული უნდა იყოს 2017-2019 წლებში; განმცხადებლის მისამართსა და იმ სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის, სადაც იგი ჩაირიცხა მანძილი 2 კმ-ზე მეტი უნდა იყოს.

განაცხადის ფორმა, ინსტრუქცია და დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამა დეტალურად იხილეთ ბმულზე: http://gov.ge/s/c94a5“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა