ნოდარ ხარშილაძე - ირანმა ისეთი შეტევა მიიტანა, რომელმაც დიდი ზიანი არ მოუტანა ამერიკას - დიდი ალბათობაა იმის, რომ მოვლენები არ გართულდეს

ირანმა ეს გააკეთა შიდა პუბლიკისთვის, ეს იყო წმინდა დემონსტრაციული დარტყმა, ისეთ დროს დაარტყა ამერიკას და ისეთი შეტევა მიიტანა, რომელმაც დიდი ზიანი არ მოუტანა ამერიკის შეერთებულ შტატებს. სწორედ ამიტომ არის დიდი ალბათობა იმისა, რომ არ გართულდეს მოვლენები,- ამის შესახებ "საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის" ექსპერტმა, ნოდარ ხარშილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მოვლენები შესაძლოა სამი სცენარით განვითარდეს, თუმცა ამერიკა დიდი ალბათობით, ან არ უპასუხებს ირანს, ან ლიმიტირებულ პასუხს გასცემს. ამის შემდეგ კი მთავარია, რომ ირანმა არ დაარტყას ისრაელს, ან არაბეთის ქვეყნებს.

„სამი სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები, პირველი არის ის, რომ ამერიკამ არ უპასუხოს ამ დარტყმას, რადგან ირანმა სიმბოლური დარტყმა განახორციელა ამერიკაზე. მეორე სცენარი, რაც შეიძლება განვითარდეს, ეს არის ლიმიტირებული პასუხი. შესაძლოა, ამერიკამ იგივე გააკეთოს, რაც გააკეთა ირანმა, ანუ რამოდენიმე მცირე დარტყმა მიაყენოს ირანის სამხედრო ობიექტებს. მესამე, შესაძლოა ამერიკა უფრო მასშტაბიან დარტყმაზე წავიდეს და ირანმა თქვას, რომ ეს უკვე ომის აქტი იყო და ამ შემთხვევაში სიტუაცია გართულდება“, - განაცხადა "საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის" ექსპერტმა, ნოდარ ხარშილაძემ.

ნოდარ ხარშილაძეს თქმით, რაღაც ეტაპზე მაინც გართულდება მოვლენები, რადგან წინასაარჩევნო წელია და ტრამპს გამარჯვება კიდევ დასჭირდება.

„ტრამპს კიდევ დასჭირდება გამარჯვება, გენერლის ლიკვიდაცია ტრამპისთვის გამარჯვება და ძალის დემონსტრირება იყო. ერთი წელი დარჩა არჩევნებამდე, ამერიკაში პოპულარულია წარმატებული სამხედრო ქმედებები; ასე რომ, რაღაც შეიძლება კიდევ მოხდეს“, - განაცხადა ხარშილაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო