ბაკურიანში ავტომობილების გამონაბოლქვზე შემოწმების ქუჩის კამპანია გაიმართება

9 იანვარს, დაბა ბაკურიანში ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და ტექნიკური ინსპექტირების ყველაზე დიდი ქსელი „გრინვეი“, „გალფის“ ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე ავტომობილების გამონაბოლქვის შემოწმებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების აქციას გამართავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ტექნიკური ინსპექტირების ქსელ „გრინვეიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აქცია კამპანია “სუფთა ჰაერისთვის” ფარგლებში ხორციელდება.

ღონისძიების მიზანია, როგორც ქუჩაში გამონაბოლქვის კონტროლის დანერგვის საჭიროების ხაზგასმა, ასევე მძღოლების ცნობიერების ამაღლება სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების მნიშვნელობაზე.

„2019 წლის 30 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში ტექნიკური ინსპექტირება დაახლოებით 718 700 სატრანსპორტო საშუალებამ გაიარა. აქედან, პირველადზე წარმატებით გაიარა - 311 609, დახარვეზდა - 405 276. გზებზე გადაადგილება აეკრძალა - 1063 ავტომობილს. განმეორებითი ინსპექტირება წარმატებით გაიარა - 303 755, ხარვეზი დაუდგინდა -19 892, გადაადგილება აეკრძალა - 170 ავტომობილს. განმეორებით ინსპექტირებაზე (სავარაუდოდ) გამოცხადდა სულ - 304 200, განმეორებით ინსპექტირებაზე (სავარაუდოდ) არ გამოცხადდა სულ - 73 869.

ინსპექტირების რეფორმა მეტად მნიშვნელოვანია ტრანსპორტის გამონაბოლქვის შესამცირებლად და ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად, თუმცა ცნობიერების სიმცირის გამო მძღოლები ერთჯერად მანიპულაციებს მიმართავენ და ინსპექტირების გავლის შემდეგ, მათი სატრანსპორტო საშუალება კვლავ აბინძურებს გარემოს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე განმარტებით, აქციის ფარგლებში, კომპანია “გრინვეის” კვალიფიციური პერსონალი სერტიფიცირებული აპარატურის მეშვეობით კონკრეტულ ავტომობილზე გაზომავს გამონაბოლქვს და დაადგენს მასში CO-სა (ბენზინზე) და კვამლიანობის შემცველობის ოდენობას (დიზელზე).

გარდა გამონაბოლქვის კონტროლისა, მძღოლების სურვილის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება შემოწმდება რიგლოსკოპის გამოყენების მეშვეობით ფარების სინათლის ნაკადის მიმართულებაზე, რაც საგზაო უსაფრთხოებისთვის მეტად მნიშვნელოვანი პარამეტრია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა