დონალდ ტრამპი - ამერიკა ძლიერია, ჩვენი რაკეტები დიდი, ზუსტი და ძლიერია - ჩვენ მათი გამოყენება არ გვსურს

დონალდ ტრამპმა ნატო-ს წევრ ქვეყნებს რეგიონში მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა მეტი ინიციატივა უნდა გამოიჩინონ. ამასთანავე აშშ-ის პრეზიდენტმა აშშ-ის სამხედრო ძლიერებას გაუსვა ხაზი.

„ამერიკა ძლიერია და ჩვენი რაკეტები დიდი, ზუსტი და ძლიერია. ჩვენ მათი გამოყენება არ გვსურს. ჩვენ მოვკალით ალ-ბაღდადი, რომელიც იყო მონსტრი და ხოცავდა ბევრ ადამიანს. ჩვენ ასევე ათობით ათასი "ისლამური სახელმწიფოს" წევრი მოვკალით“.

დონალდ ტრამპმა 2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმებაც ახსენა და გაერთიანებულ სამეფოს, საფრანგეთსა და ჩინეთს ხელშეკრულების დატოვებისკენ მოუწოდა.

„ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ირანთან ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად, რომელიც მსოფლიოს უფრო უსაფრთხოსა და მშვიდობიანს გახდის“, - განაცხადა ტრამპმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა