ბაკურიანის წყალმომარაგების აღდგენითი სამუშაოების გამო, დაბას წყალმომარაგება 9 იანვარს, 09:00 საათამდე შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური ჯგუფის მიერ მთელი ღამის განმავლობაში დაგეგმილია სამუშაოები, იმისათვის რომ ვითარება რამდენიმე პრობლემურ მონაკვეთზე აღმოიფხვრას”,-ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც კომპანია ავრცელებს.