ვანო მაჭავარიანი - ამერიკის მხარეს არის ძალა, რომელსაც ის იყენებს ან არ იყენებს და სანქციები არის ყველაზე ეფექტიანი

„ამერიკის მხარეს არის ძალა, რომელსაც ის იყენებს ან არ იყენებს და სანქციები არის ყველაზე ეფექტიანი“, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ვანო მაჭავარიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

მან ისაუბრა ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის განვითარებულ მოვლენებზე და აღნიშნა, რომ აშშ-ს მიერ ირანისადმი ამერიკული ბაზების დაბომბვის მიმართ სანქციებით პასუხი ერთ-ერთი სცენარი იყო.

„რა თქმა უნდა, ამას ველოდით, როგორც ერთ-ერთ სცენარს, ამერიკის მხარეს არის ძალა, რომელსაც ის იყენებს ან არ იყენებს და სანქციები არის ყველაზე ეფექტიანი. თუ დააკვირდებით, ეს არის ის კალკულაცია, რომელიც ძალიან კონკრეტულადაა გათვლილი, შეიძლება ეს იყოს, როგორც აღნიშნავენ, იმპულსური გადაწყვეტილება, მაგრამ დიდი ალბათობით, თუ დაინახავთ, რა დგას ამ გადაწყვეტილების უკან, ყასენ სოლეიმანის ლიკვიდაციას მთელი რიგი პროცესები უძღვოდა, მათ შორის გაფრთხილებები. ის განცხადება, რომელიც გუშინ მოვისმინეთ პრეზიდენტ ტრამპისგან, ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ამერიკისთვის არაფერი იცვლება. პირიქით, მისთვის პოზიციები გამყარდა, რადგან ორი ძირითადი მიმართულებიდან, რაზეც ტრამპი საუბრობდა არჩევნებამდე და მას შემდეგაც, ერთი არის ბირთვული შეთანხმება, რომელიც მას არ მოსწონს და მიაჩნია ამერიკისთვის და მსოფლიოსთვის დამაზიანებლად და მეორეა ის ქმედება, რაც ირანს აქვს რეგიონში, ე.წ. შიიტური მილიტარისტული დაჯგუფებების გაძლიერებით და იმ დომინაციით, რომელსაც მას უნდა მიაღწიოს „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურების შემდეგ. მას არაერთხელ გაუკეთებია განცხადება იმის შემდეგ, რაც ამ ჯგუფებმა, რომელიც ირანის მიერაა სპონსორირებული, შეტევები განახორციელეს, შემდგომში ირანი გადავიდა პირდაპირ ქმედებაზე, ჩამოაგდეს დრონი, იყო შეტევა ტანკერებზე, საუდის არაბეთის დაბომბვა“, - აღნიშნა ვანო მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, ყველას ჰქონდა შეკითხვა, თუ როდის გააკეთებს რეაგირებას ამერიკის შეერთებული შტატები და - როგორ.

„როგორც ჩანს, ძალიან კარგად ერკვევიან, ვინ არის შიდა სტრუქტურაში, რადგან სოლეიმანი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, მისი ფიგურის დაკნინება ირანის და რეგიონის პოლიტიკაში არის ძალიან არასწორი, მან შექმნა ფაქტობრივად „ჰეზბოლა“ და „ჰეზბოლას“ ტიპის სამხედრო-რელიგიური დაჯგუფება, რომელიც ისრაელის წინააღმდეგ იყო გამოყენებული და მიახლოებით 300-400 მილიონია დახარჯული ირანის მხრიდან და შემდგომ გააკეთა ამის ანალოგი, მსგავსი სტრუქტურები შექმნა ერაყში, სირიაში და სხვა ქვეყნებში, სადაც მიაჩნია, რომ შიიტური დაჯგუფებები მას აძლევს საშუალებას, ირანის გეოპოლიტიკური დომინაცია იყოს ძალიან კონკრეტული და მიზანი იყო, განდევნონ ამერიკელები რეგიონიდან, რა თქმა უნდა, სუნიტების და შიიტების ომი არ არის ახალი და დომინაცია, რომელიც მათ სჭირდებათ რეგიონში, რადგან მათ მისია აქვთ. ეს არის ამერიკელების გზავნილიც, რომ იმით, რომ მათ ყასემ სოლეიმანი ფაქტობრივად გაანადგურეს, სერიოზულ შოკში ჩააგდეს ირანის ხელმძღვანელობა, რადგან ის არ იყო მხოლოდ სამხედრო ლიდერი, ის იყო პოლიტიკური ლიდერი, ფიგურა, რომელსაც არანაკლები გავლენა ჰქონდა, ვიდრე აიათოლას, როცა საქმე შეეხებოდა შიდა პოლიტიკურ თუ რეგიონალურ პროცესებს. ფაქტობრივად, თუ დააკვირდებით, ირანის შემდგომი რეაქციაც დაბნეულია - მათ განახორციელეს 22 გასროლა, წინასწარ გააფრთხილეს ერაყის შენაერთები, რომელთაც გააფრთხილეს ამერიკელები, რომ ვინმე არ დაზიანებულიყო, მოხდა ამ ბაზის დაცლა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა