„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს სეზონის აქტუალურ პროდუქციაზე სპეციალურ ფასებს სთავაზობს

ზამთრის სეზონთან დაკავშირებით „თეგეტა მოტორსი“, მომხმარებელს ამ სეზონის აქტუალურ პროდუქციაზე სპეციალურ ფასებს სთავაზობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“,„თეგეტა მოტორსიდან“ აცნობეს.

„ავტომობილს სჭირდება ზამთრის საბურავები გზებზე უკეთესი მოჭიდებისთვის; კარგი აკუმულატორი, რათა უეცრად არ აღმოვაჩინოთ, რომ ჩვენი ავტომობილი აღარ იქოქება; ზეთი, რათა ავტომობილის ძრავამ გამართულად იმუშაოს და სამუხრუჭე ხუნდები, რომ თავიდან ავიცილოთ საფრთხე და შევამციროთ სამუხრუჭე მანძილი.

„თეგეტა მოტორსი“ ზრუნავს მომხმარებელზე და სწორედ ამიტომ გთავაზობთ სპეციალურ ფასებს ზამთრისთვის აქტუალურ პროდუქტებზე, ზამთრის საბურავები და აკუმულატორები 69 ლარიდან, ძრავის ზეთები 8 ლარიდან და სამუხრუჭე ხუნდები 16 ლარიდან. აქცია მოქმედებს „თეგეტას“ ყველა ფილიალში, მთელი საქართველოს მასშტაბით.

„თეგეტაში“ შეძენილ პროდუქციაზე განსაკუთრებული საგარანტიო პირობებია, რომლის ფარგლებშიც უსასრულო გარანტიით შეგიძლიათ ისარგებლოთ პრემიუმ-ბრენდების საბურავებზე, აკუმულატორებზე, ხუნდებსა და სავალი ნაწილის დეტალებზე. უსასრულო გარანტია გულისხმობს პროდუქციის დაზიანების შემთხვევაში მის უსასყიდლო აღდგენას ან გადახდილი თანხის 100% - მდე ანაზღაურებას.

თუ თქვენ არ გაქვთ დრო, რომ მოუაროთ თქვენს ავტომობილს, „თეგეტა“ გთავაზობთ კიდევ ერთ სერვისს - „თეგეტა კომფორტს“. პერსონალური მენეჯერი უმოკლეს დროში უზრუნველყოფს თქვენი ავტომობილის გამართვას და უკან დაბრუნებას. ასევე შეგიძლიათ „თეგეტა“-ს ფილიალში თქვენი ავტომობილი ჩააბაროთ პერსონალურ მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს ყველა სახის საჭირო სერვისის ჩატარებას. „თეგეტა“-ში მომსახურებას გაგიწევენ პროფესიონალი მექანიკოსები უახლესი დანადგარების გამოყენებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა