წყალმომარაგების კომპანია - ბაკურიანში სტაბილური წყალმომარაგების შენარჩუნებისთვის დამატებით, სარეზერვო ქსელის მოწყობა მიმდინარეობს

ბაკურიანში წყალმომარაგების ეტაპობრივად აღდგენის პარალელურად, არსებული დებიტის კიდევ უფრო გაზრდისა და სტაბილური წყალმომარაგების შენარჩუნების მიზნით, მოპოვებული ახალი სათავიდან ქსელზე დაერთებითი სამუშაოები გრძელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური სამსახური სამუშაოებს დღის ბოლოს დაასრულებს.

„ტექნიკური სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოეწყობა ახალი სარეზერვო ქსელი და არსებული წყლის დებიტი კიდევ უფრო გაიზრდება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბაკურიანის წყალმომარაგებას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, კომპანიის მორიგე ჯგუფები ადგილებზე იქნებიან მობილიზებული, რათა შემდგომი ავარიებისა და შეფერხების შემთხვევაში, პრობლემები დროულად აღმოფხვრან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო